პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის წევრებს- ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით თქვენ

ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს. მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვასა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე იყო საუბარი, გახარიას პარტიის წევრები დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული. “გულწრფელად მივმართავ ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს.

გულწრფელად მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ არ მოგისმენიათ დღეს პრემიერ-მინისტრის გამოსვლისთვის. დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ მე მრჩება ეს შთაბეჭდილება. როდესაც საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, კითხვას სვამთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე, როდესაც აქ ვმუშაობდით თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიქეცით, ვერც უარყავით, ვერც დაადასტურეთ, უბრალოდ გაიქეცით, დარბაზშიც არ ყოფილხართ სამარცხვინოდ, სწორედ ამას ვამბობ.

ასევე, შთაბეჭდილება მრჩება, გსიამოვნებთ რომ გახსენებთ და კი ბატონო შეგახსენებთ ყოველთვის რას წარმოადგენთ და რა ძალას წარმოადგენთ. იმიტომ გაიქეცით, რომ გითხრეს გაიქეცით და არ შეხვიდეთ ამ თემაში, პოლემიკაში. დღეს გამოხვედით და თურმე გული შეგტკივათ და აქ გვესაუბრებით დემოგრაფიაზე და ოჯახურ ღირებულებებზე. დღეს გაგახსენდათ ეს ყველაფერი, მაგრამ რა გასაკვირია, როდესაც თქვენი თანამოაზრეები და გუშინ გითხარით თქვენ ხართ ის ნარჩენი, რომელიც შემოხვედით იმ სცენარიდან ვინც გარეთ დარჩა, ისინიც დღეს ქადაგებენ, ვინც ომს ითხოვდა აქ რუსთაველის გამზირზე და დღეს მშვიდობას ქადაგებენ. თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ ამ ყველაფერს”, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.