პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას იმკვიდრებს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, 19 თებერვალს ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკაში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის (ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები) სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

დისკუსია შეეხებოდა გეოეკონომიკის, ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცვალებად გარემოში ნავიგაციას. ეკა სეფაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გლობალიზებული ეკონომიკისა და მზარდი საფრთხეების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყანა ინარჩუნებს ეკონომიკურ ზრდას და ატარებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროექტები ქვეყანას ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას უმკვიდრებს, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ — დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს. კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ და ეკონომიკურ სირთულეებს ეუთო-ს რეგიონში.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მთავრობების ეფექტიანი ქმედებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას. სხდომაზე ასევე აღინიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ეკონომიკურ-ეკოლოგიურ სფეროებში. პორტუგალიის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, პაოლა კარდოზომ, აღნიშნა, რომ აღნიშნულ სექტორებში პროგრესის მიღწევისთვის ახალგაზრდების მონაწილეობა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.