პოლიტიკა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე სახელმწიფოს მიერ კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო დაადასტურა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

საქმე ეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, კერძოდ, 800-მილიონდოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს.

პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ“ 2021 წელს ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა 2025 წლის 6 იანვრით დათარიღებული კიდევ ერთი შესწორება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტა კანონიერი იყო და საქართველოს დაავალდებულა, გადაეხადა „ენკასთვის“ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოს მთავრობამ  პარიზის სასამართლოში სამი მოთხოვნა წარადგინა: გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების ნებართვის უარყოფა და გადახდის შეჩერება. კომპანია „ენკამ“ აღსრულების ნებართვა მოითხოვა.

სასამართლომ ჯერ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილებისთვის აღსრულების ნებართვის მინიჭება და აღსრულების ნებართვა გაიცა, თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ განიხილა გადახდის შეჩერების საკითხი. საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს.

გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყონებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა“. პარიზის სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ენკას“ სტატუსი, რომ კომპანია შეიქმნა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტისთვის, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ეს კი ნიშნავს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება თუ გაუქმდება, საქართველოს მიერ „ენკასთვის“ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შეიძლება, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.