პოლიტიკა

იან კელი დონალდ ტრამპს აფრთხილებს: სცადეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევა და ნახავთ, რა მოხდება 

ამერიკელი დიპლომატი, იან კელი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა.

იან კელი აკრიტიკებს ტრამპს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო და აფრთხილებს, რომ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევას შედეგები მოჰყვება.

„უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გლობალური ტარიფების დაწესებით თქვენ გადააჭარბეთ თქვენს აღმასრულებელ უფლებამოსილებას. აბა, სცადეთ – „გაგვიმხიარულეთ დღე“, დაარღვიეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცი და ნახავთ, რა მოხდება“- წერს კელი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.