პოლიტიკა

გია აბაშიძე: საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს ევრობლოკში, ფსევდო შეშფოთებები კი, ესტონეთის ფარდულში რეგისტრირებული “ნაცენჯეოების” ჟანრის ტრაგიკომედიიდანაა

x

თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. “უკუსვლა” აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი ვითომ “პროგრესის გზაზე” მყოფი უკრაინა და მოლდოვა არიან რუსეთთან ერთად.

„ საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს ევრობლოკში, ფსევდო შეშფოთებები კი, ესტონეთის ფარდულში რეგისტრირებული “ნაცენჯეოების” ჟანრის ტრაგიკომედიიდანაა. თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. “უკუსვლა” აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს. ევროკომისიის ეგიდით გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს; მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი ვითომ “პროგრესის გზაზე” მყოფი უკრაინა და მოლდოვა არიან რუსეთთან ერთად.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.