პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: World Justice Project-ის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის

x

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, World Justice Project-ის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეიტინგის თვალსაზრისით, არამედ იმ ტენდენციის კუთხითაც, რომელსაც ის ასახავს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის შეფასებით, არსებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის.

„ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, World Justice Project-ის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეიტინგის თვალსაზრისით, არამედ იმ ტენდენციის კუთხითაც, რომელსაც ის ასახავს. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის ინდიკატორით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე სფეროში პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებში კორუფცია არ არსებობს. 100-ქულიან სისტემაში 85 ქულის მიღება და მსოფლიოში 22-ე პოზიცია მიუთითებს ინსტიტუციურ სიმწიფეზე და ადმინისტრაციული მართვის ეფექტიანობაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარება სხვა ქვეყნებთან. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ასევე ნატოსა და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ინსტიტუციური ეფექტიანობა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მასშტაბთან ან ევროკავშირის წევრობასთან, ხშირად გადამწყვეტია მართვის მოდელი და პოლიტიკური პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, არცერთი რეიტინგი არ ნიშნავს სრულყოფილებას. თუმცა როდესაც ქვეყანა რეგიონში პირველ ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის არაერთ წევრს, ეს მიუთითებს სწორ მიმართულებაზე. არსებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის. პ.ს. აღნიშნულ კვლევაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები მოლდოვა და უკრაინა არიან.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.