ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ12:45
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 159 ნახვა

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია- თითოეული მათი ასეთი შემოტევა და თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სუვერენიტეტზე იქნება არა პროდუქტიული, არამედ კონტრპროდუქტიული მათთვის“

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესების შეწირვას. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი Live“.

კირცხალია ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის დღევანდელი მმართველობა დროებითია და არ შეესაბამება იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც ადრე იდგა ევროპა და დიდი ბრიტანეთი.

მისივე თქმით, სანქციები სუვერენულ ქვეყანაზე მიზანმიმართულ თავდასხმად აღიქმება და ასეთი ნაბიჯები მათთვისვეა კონტრპროდუქტიული.

„კაია კალასი და დიდი ბრიტანეთის დღევანდელი მმართველობა არ არის მუდმივი და არ არის ის ღირებულებები, რაზეც დიდი ბრიტანეთი და ევროპა იდგა. ჩვენი მხრიდან გამორიცხულია ნებისმიერი პოზიციის დათმობა, რომელიც ოდნავ მაინც შეარყევს იმ მტკიცე და ეროვნულ კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არჩეული. თითოეულ მათ ასეთ პასუხზე და თითოეული მათი ასეთი შემოტევა და თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე, თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, სუვერენიტეტზე იქნება არა პროდუქტიული, არამედ კონტრპროდუქტიული მათთვის. ჩვენ ამას როგორც სანქციას ისე არ განვიხილავთ, ნურას უკაცრავად. ეს არის სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა. თითოეული მათი გადადგმული ბინძური ნაბიჯი, რომელსაც სანქციით ფუთავენ, ეს არ არის სანქცია, ეს არის თავდასხმა დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე. დღეს, იმ ყველაფერთან, იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად გაბედეს და თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიას დაარტყეს. ეს დღეს გაბედეს ამათმა და როდესაც ამ ყველაფერს ბედავენ როგორ უნდა ვთქვა, რომ პროდუქტიულია- კონტრპროდუქტიულია“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ“
  3. ირაკლი კირცხალია„სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“
  4. ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“