პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გულწრფელად და მკაფიოდ ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები — რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომ არის ეს პერიოდი ასეთი დაძაბული და რა არის არსებული თუ განვლილი პოლიტიკური ტურბულენტობის გამომწვევი რეალური მიზეზები, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ  ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ  ბერიძის განცხადებით,  ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე „აბრეშუმის გზა“ ხდება კვლავ განსაკუთრებული ინტერესის საგანი. 

„ასევე მნიშვნელოვანია ვუთხრათ სიმართლე იმ გამუდმებული, უსაფუძვლო თავდასხმების შესახებ, რომლებიც ევრობიუროკრატებისა და სხვადასხვა გარე ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. მსოფლიო დღეს დგას ახალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების ზღვარზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, ლოჯისტიკური დივერსიფიკაცია, სავაჭრო ჯაჭვების სტაბილურობა — ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ჩვენი მომავლის საკითხი.

ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობა და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ქართველი ერისთვის ისტორიულად ნაცნობი „აბრეშუმის გზა“ კვლავ ხდება განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

და სწორედ ამიტომ იზრდება ინტერესიც საქართველოს მიმართ — როგორც ამ გზის განუყოფელი ნაწილის მიმართ“,- განაცხადა არჩილ  ბერიძემ. 

 ბერიძის განცხადებით,  ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი. 

„ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა. შუა კორიდორის გაძლიერება ნიშნავს პორტების განვითარებას, რკინიგზის მოდერნიზაციას, დასაქმების ზრდას და რეგიონული პოლიტიკური წონის გაზრდას. ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს. მაგრამ ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც — საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარე დავალებებით იმოქმედებს. ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა,“- განაცხადა არჩილ  ბერიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.