პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს – ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს

„თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ,“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის ფასდებოდა, როგორც აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი.

„ბორის ჯონსონის ბოლო განცხადებამ და ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების – „იმედისა“ და „პოსტვ-ის“ დასანქცირების გამართლებამ, საბოლოოდ გამოაჩინა, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო. ჯერ იყო 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმა, რომელიც უსამშობლო ქართველების ხელით უნდა განხორციელებულიყო და სრული კრახით დასრულდა; შემდეგ ვიხილეთ ბიბისის ფეიკ-კამპანია „კამიტით მოწამვლაზე“, რომელმაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟის ნაცვლად მხოლოდ დაცინვა გამოიწვია; და რადგან უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლო, პატრონები გადავიდნენ ღია აგრესიაზე და დაარტყეს სიმართლის წყაროებს, დაასანქცირეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული მედია-საშუალებები.

ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს – ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. სააკაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა: 2007 წელს მან „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრითა და დარბევით, საკუთარი რეჟიმის მორალური საფუძველი აიფეთქა, ხოლო 2012 წელს მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებითა და ხალხისთვის ინფორმაციის ჩახშობის მცდელობით საბოლოოდ დაუსვა წერტილი თავის მმართველობას. დღეს სააკაშვილის პატრონები იმავე ნაღმზე აბიჯებენ. მათ ჰგონიათ, რომ თუ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის. ეს არის უდიდესი ილუზია. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გაყინავ. სიმართლე ხალხის ცნობიერებაშია და რაც უფრო მეტად შეეცდებით მის ბლოკირებას, მით უფრო მძლავრი იქნება საზოგადოების პროტესტი. თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი. ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ!“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.