პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: სუვერენული ერების ალიანსი დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე- ერებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები

კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით, გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო როგორც მონაწილე და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაეჟღერებინა ქართველი ერის ხმა,  –  ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა. 

მისი თქმით, 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ეროვნული ინტერესები.

“მოგეხსენებათ, ეს ალიანსი, პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო ეროვნულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე და არამხოლოდ – ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერებმა საკუთარი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და რომ სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, აჟღერებდა უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება.” – აღნიშნა ლაშხმა.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საქართველოს როლს შუა დერეფანში და ქვეყანამ არამხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით შეიძინა მეგობრები. 

“მნიშნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით, არათუ მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები – ის კონსერვატები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ჩვენ ამ შეხვედრით ვეცაეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები,” – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.