პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე:  პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები,  რომლებიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა თუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას, სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე

ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები,  რომლებიც ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

მარიამ ლაშხის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან სრულიად არის შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო მათი ინვესტიციები და დაფინანსება წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით მიემართება ქვეყნის ეკონომიკასა და ვაჭრობას. 

„დღეს ადმინისტრაცია არის ძალიან პრაგმატული. ეს უშუალოდ გამოიხატება ჩვენი ქვეყნის, რეგიონის როგორც ეკონომიკური მიმართულების და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით განხილვაში და ჩვენ საუბარი გვქონდა, როგორც შუა დერეფნის, საქართველოს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კონგრესმენებთან ის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ეხება, ასევე ეხება იმ კეთილდღეობას, რომელიც პირდაპირ გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაში, გამოიხატება აშშ-დან ინვესტიციაში და ცვლილება ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან  ინვესტიციები ხდებოდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაში, არამედ მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. დღეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია განწყობები, შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები, რესურსები მიემართება ეკონომიკას, ვაჭრობას და იმ რეალურ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს თვისობრივად გადაახალისებს“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.