პოლიტიკა

მარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება

J

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.

როგორც კოსმა განაცხადა, საჭიროა ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურების შეცვლა, რადგან ის დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს.

„მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ შეესაბამება იმ რთულ დროს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

სააგენტოს ცნობით, ბოლო დროს ევროკავშირში გაწევრიანების მრავალწლიანი პროცედურის შეცვლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას გარანტიას ვერ მისცემს, რომ ის 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება. ევროკომისია უკრაინის ეტაპობრივი გაწევრიანების გეგმაზე მუშაობს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა საკითხმა ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ორად გაყო. ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შემსუბუქებას ეწინააღმდეგება გერმანია. უკრაინის გაწევრიანებას ბლოკში დიდ ხანია ეწინააღმდეგება უნგრეთიც. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს ლიდერები 19 მარტს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის წესები რეალობას უნდა ასახავდეს. მისი თქმით, თუ ბლოკი წევრობისკენ მიმავალ გზას უფრო ნათელს და მკაფიოს არ გახდის, არსებობს რისკი, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისეთები, როგორიცაა მონტენეგრო და მოლდოვა, რუსეთის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„თუ ჩვენ აღნიშნულ ქვეყნებს არ გავაწევრიანებთ სწრაფად, ან სხვა მიდგომისა და მეთოდის გამოყენებით, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება ის, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვა და გამოიყენებს მათ ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა კოსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.