პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: არასახელმწიფოებრივია ზოგიერთებისგან გაკეთებული განცხადებები- ხდება ქვეყნის მონიშვნა, როგორც სამხედრო სამიზნის

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რეგიონში არსებული ომის პირობებში, ქვეყანა გადაურჩეს ამ დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას.

ლევან მახაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობა ფეთქებადსაშიშია.

დეპუტატის მოსაზრებით, ნებისმიერი არასწორი და გაუთვლელი ნაბიჯი დომინოს ეფექტით შეიძლება ესკალაციაში გადაიზარდოს.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ათჯერ და ასჯერ იყოს აწონილი და გაანალიზებული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომის პირობებში, საქართველო ამ დაპირისპირების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოტანას  გადაურჩეს. ეს არის მთავარი საზრუნავი და თითოეული გადაწყვეტილება ამას ემსახურება. ასეთ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში არ მხოლოდ არასახელმწიფოებრივია ის განცხადებები, რაც ზოგიერთისგან გვესმის, რადგან სახელმწიფოს მონიშვნა ხდება, როგორც სამხედრო სამიზნის და დაპირისპირებული მხარეების მოწვევა, რომ აქაც გაშალონ თავისი სამხედრო თეატრი. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და ამ ნაწილში მოღალატეობრივი. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რა საფრთხეს შეიცავს ის დივერსიული ინფორმაციები, რასაც ავრცელებენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

ამასთან, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა: „ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს – საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.