პოლიტიკა

ბორის ჩელე ყურუა- ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის

„წარსულში ერთმანეთისთვის ნასროლ ბრალდებებს ნათელი უნდა მოეფინოს, რა რატომ ხდებოდა და მომავალში ჩვენს სიტყვას უფრო მეტი ფასი უნდა მივცეთ იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ვიღაცისთვის უაპელაციოდ, ჭორის დონეზე, ბიძინას ნაყიდის დაძახება“- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ „დღის ამბებში“ ოპოზიციის ერთობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ზოგადად ნდობის პრობლემა არსებობს. ოპოზიციონერი ნდობის აღდგენას გულწრფელობაში ხედავს, რომელსაც მისი თქმით ალტერნატივა არ აქვს და მიაჩნია, რომ მოკლე ვადაში ცვლილებების მოხდების საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის.

„ჩვენ ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“, ფული და რესურსი აქეთ მხარეს არ არის, არის სიტყვა. საკუთარ სიტყვას რომ ფასი აქვს და განსაკუთრებით, პოლიტიკოსის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა გამოჩნდეს მხოლოდ იმით, როგორ ექცევი შენ საკუთარ პირს. შენი საკუთარი პირიდან ამოშვებულ ბგერებს პატივს სცემ თუ არა და ზოგადად, იღებ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. დღეს თუ რაღაცას ვიტყვი, ზეგ არ მახსოვს და ზეგ მინდა რომ მთელი ჩემი ნათქვამი დავარესტარტო, ეგ ეგრე არ ხდება- პასუხისმგებლობის აღებით, გულწრფელობით, რასაც რა თქმა უნდა, სჭირდება დრო. გასაგებია, რომ ყველას შეიძლება გვინდოდეს, რომ ხვალ მოხდეს ცვლილებები, ჩემდა სამწუხაროდ ასე უცებ, ასე მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდების საშუალება აქეთ მხარეს არ არის. კი, შეიძლება სადღაც ურემი გადაბრუნდეს და მაგის იმედზე ვიყოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველებს გვეყოფა შორს ურმის გადაბრუნების ლოდინი და ხელის გაწვდენა. ჩვენ მაგაზე გავლენას ვერ ვახდენთ, ჩვენ ვერ ვეტყვით ამომრჩევლებს, რომ ახლა რომელიღაც ქვეყანაში არჩევნებს უნდა ველოდოთ და იქ კარგი პრეზიდენტი მოვა და ის გვიშველის- არა“-განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.