პოლიტიკა

სამირა ბაირამოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე: მათ წლების განმავლობაში რეგიონში ჰყავდათ პრო-ირანელი კანდიდატი

მათ ჰყავდათ წლების განმავლობაში რეგიონში პრო ირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყოფონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გუშინ გუშინ ბევრი ლიბერალი წაშალა მეგობრებიდან, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ რეალურად უმცირესობები ეზიზღებათ და მათი დამცირებით თავს იმშვიდებენ.

“გუშინ თამარმა და მისმა მეუღლემ “კარგად დასამახსოვრებელი” პერფორმანსი წარმოადგინეს. თამარმა ბევრი კომენტარი წაშალა, სადაც სიძულვილის ენა პიკზე იყო გამოყენებული, ისტერიკა და შეურაცხყოფა. მე სიმართლის თქმა არასდროს მეშინია, კი მწარეა და მიუღებელია ბევრისთვის! ეგრევე აგრესიას იწყებენ. ამ ხალხს უნდოდა ეთქვა, რომ აზერბაიჯანლებსა და მუსლიმებს შენზე უკეთ ვიცნობთ. ყველა ცდილობს თავისი წარსულის დამალვას სიტყვებით — “რუსი” და “ქოცი”. კი მათ ჰყავდათ წლებია რეგიონში პრო ირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყოფონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც. წლებია რეგიონიდან მიღებული ხმა ის რელიგიური ხალხის ხმის ხარჯზე იყო. კი ამერიკის რაკეტის შიში და თავს მოწონება მესმის. მე კი, როცა რუსებთან და ქოცებთან ბრძოლის შედეგად სამი თვე თავშესაფარში ვიყავით, თქვენ გარეთ მშვიდად ცხოვრობდით ბატონებო!

გუშინ “დისკუსია” არ გავაგრძელე, რადგან ჩემს ლექსიკონში საპასუხოდ არ მოიძებნება ბევრი არაეთიკური, ქუჩური და სიძულვილით სავსე სიტყვა. გუშინ ასევე ფაშისტურ სულში დამალული ბევრი ლიბერალიც წავშალე, დავბლოკე. როცა უმცირესობები გეზიზღებათ და მათი დამცირებით თავს ამშვიდებთ, ჩემ სივრცეში თქვენი ადგილი არაა! რეგიონში ოპოზიციისთვის ხმის მარაგი ყოველთვის ივსებოდა რელიგიურ ხალხის მეშვეობით, ჩვეულებრივი ხალხი ყოველთვის მთავრობის ზეწოლის ქვეშაა. გინახიათ რეგიონში ოპოზიციაში ან მთავრობაში განათლებული და სწორ ღირებულებებზე მყოფი აზერბაიჯანელი? არა! იცით რატომ? ისინი რელიგიური თემიდან პრო ირანიანობის გამო შორს იყვნენ და ახლა ეს ხალხი მეუბნება არა დღეიდან გახდნენ პრო ირანელი, მანამდე არ იყვნენ, ყველა მათგანის სახლში ბავშვობიდან ხომეინის სურათი არის, რადგან წინამძღვარია!” – წერს სამირა ბაირამოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.