პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ხელისუფლებამ კი არ მოიგო დებატი, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ადამიანებს, რომ ამ სუბიექტებს, რომლებსაც ოპოზიციას უწოდებენ, ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, პოლიტიკაშიც კი მათი გაკარებაც წარმოუდგენლად საშიში და კატასტროფაა

წუხანდელმა დებატებმა ქართულ საზოგადოებას დაანახა ერთი უსაშინელესი რამ, რაც სჭირს საქართველოში იმ არსებებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ. სახელდობრ, როგორც თავად ხმამაღლა, საქვეყნოდ ამბობენ, ესენი არიან ის კოლექტიური „1000$-იანი ჯო უილსონები“, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ალბათ ფულის სანაცვლოდ ითხოვენ, რომ ირანამდე აშშ-მ დაბომბოს საქართველო – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით გუშინდელი დებატებით დადასტურდა, რომ ამ ადამიანების, რომლებიც ოპოზიციაში მიიჩნევიან, პოლიტიკაში ყოფნაც კი საშიშია.

„წუხანდელმა დებატებმა ქართულ საზოგადოებას დაანახა ერთი უსაშინელესი რამ, რაც სჭირს საქართველოში იმ არსებებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ. სახელდობრ, როგორც თავად ხმამაღლა, საქვეყნოდ ამბობენ, ესენი არიან ის კოლექტიური „1000$-იანი ჯო უილსონები“, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ალბათ ფულის სანაცვლოდ ითხოვენ, რომ ირანამდე აშშ-მ დაბომბოს საქართველო, ააოხროს და გაანადგუროს. რასაც ის სამი ადამიანი წუხელ „რუსთავი 2“-ის ეთერში ლაპარაკობდა, წუხდა და ითხოვდა, ის არასოდეს თავში არ მოსვლია და არ მოუვიდოდა ყორღანაშვილს, ავადსახსენებელ ორჯონიკიძეს და სხვა მათნაირებს.

წუხელ სტუდიაში იჯდა ევრობიუროკრატიის სამი მონა, რომლებიც ხაოდნენ: ჩვენ ევრობიუროკრატიის ვირი-მონები ვართ და რასაც ისინი გვეტყვიან, რაზეც ისინი არ გაბრაზდებიან, რაზეც ისინი არ გვისაყვედურებენ, იმას ვყროყინებთ და მომავალშიც ვიყროყინებთო. წუხელ დებატებში ოპოზიციური „ტროიკა“ პირდაპირ, ურცხვად, თვალის დაუხამხამებლად ერთხმად ხაოდა – ამჟამინდელი უკრაინა სჯობს დღევანდელ საქართველოს. იმავდროულად, დიდი ალბათობით, ქვეცნობიერში ოცნებობდნენ საქართველოს უკრაინიზაციაზე. რის სანაცვლოდ? წარმოიდგინოს თავად მკითხველმა. რაც უმთავრესია, მათვე აჩვენეს თავიანთი უკიდეგანო გაუნათლებლობა და უწიგნურობა. მაგალითად, აი ინებეთ: ჩინეთი არ ყოფილა და არც იქნება ცივილიზებულიო… ამის შემდეგ ღირს კი რამეზე საუბარი ან შეფასება? წუხელ გამართულ დებატებზე ალბათ იტყოდა ნიკადრო ქილია: დედა, რა იყო აგი, ა? განსაკუთრებით თავისი უვიცობით დიახ, უვიცობით და მეტი არაფრით – ყველას გადააჭარბა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა. მოკლედ, ხელისუფლებამ კი არ მოიგო ეს დებატი, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ადამიანებს, რომ ამ სუბიექტებს, რომლებსაც ოპოზიციას უწოდებენ, ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, არამედ პოლიტიკაშიც კი მათი საერთოდ გაკარებაც წარმოუდგენლად საშიში და კატასტროფაა. დიახ, ასეთი მანქურთი ოპოზიციის ყოფნა ქვეყანაში უბედურებაა.“ – წერს გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.