პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა “რუსთავი-2”-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. “ინტელექტუალების” თუ “ექსპერტების” დეგრადაციის ახალი დონე – არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს

გუშინდელმა დღემ აჩვენა ოპოზიციის სრული არაადეკვატურობა. წარმომიდგენია რა შთაბეჭდილებას დატოვებდნენ ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც ისინი მართალია ნაძირლები, მაგრამ “მათიანი ნაძირლები” არიან, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ოპოზიციამ უარი განუცხადა ხელისუფლებას დიალოგზე, მაგრამ გარედან მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობები წაუყენოს.

„გუშინდელმა დებატებმა “რუსთავი-2”-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. “ინტელექტუალების” თუ “ექსპერტების” დეგრადაციის ახალი დონე. არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს ჩვეულებრივი სიტყვიერი რწყევის გარდა. გუშინდელმა დღემ ასევე აჩვენა ოპოზიციის სრული არაადეკვატურობა. წარმომიდგენია რა შთაბეჭდილებას დატოვებდნენ ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც ისინი მართალია ნაძირლები, მაგრამ “მათიანი ნაძირლები” არიან. მათ უარი განუცხადეს ხელისუფლებასთან დიალოგზე. გარედან მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობები წაუყენოს. ამას ხედავს ყველა. და ბოლოს, ოპოზიციის ინტელექტუალური დეგრადაციის კაშკაშა მაგალითად გამოდგება ნიკა გვარამიას ნათქვამი – არ ვაპირებ ვინმეს ვუმტკიცო ვინ არა ვარ, არამედ ვაპირებ ვუმტკიცო ვინ ვარო. საზოგადოებას არ სჭირდება იმის მტკიცება თუ ვინ არის ნიკა გვარამია! და როდესაც ამას ვერ ხვდება(ან ხვდება) და ფიქრობს, რომ მისი დაზიანებული VIN-კოდით პოლიტიკაში მაინც იბოგინებს, ესაა სწორედ მისი და მისნაირების პრობლემა ახალ ნაცურ ალიანსში რომ შეიკრიბნენ და ჰგონიათ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.