პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია გეკა გელაძისთვის ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე: ასეთი ე.წ ჟურნალისტები ჰყავს ამ უდღეურ და ქვეყნის მტერ ძალას, ხალხს თვალში აყრიან ნაცარს – ზაურ ელიზბარაშვილს მილიარდობით ლარი აქვს ბიუჯეტში გადახდილი

გიორგი გამსახურდია, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს.

გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიცია ისე განულდა, რომ შეთხზული ზღაპრებით ცდილობს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას.

მისივე ინფორმაციით, ელიზბარაშვილს, რომელიც “ელიზი ჯგუფის” ხელმძღვანელია, ბიუჯეტში უკვე რამდენიმე ათეული წელია მილიარდობით ლარი შეაქვს.

“აი ასეთი ე.წ ჟურნალისტები ყავს ამ უდღეურ და ქვეყნის მტერ დესტრუქციულ ძალას. იმდენად განოლდნენ რომ აი ამ სისულელეებით, თითიდან გამოწოვილი, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს. ზაურ ელიზბარაშვილს თურმე 2022 წლიდან დაუწყია ბიზნესი ამ იმბეცილებს რომ ჰკითხო. ზაური 40 წელი ბიზნესშია, ელიზი ჯგუფს, ზაურის თაოსნობით, მილიარდობით ლარი აქვს 4 ათწლეულის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი. აი იმ წლებში, ესენი და ამათი მამები სამშობლოს რომ ყიდიდნენ მაშინ. კარგად მოუსმინეთ ამ მოაზროვნე ემბრიონს, ჟურნალისტი რომ ქვია, რას კითხულობს და საერთოდ რა ნარატივი უნდა რომ შექმნას ამ თავისი ბოდვებით…” – წერს გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.