პოლიტიკა

ჟურნალისტებმა ლეგენდარული ქუჩის მხატვრის, ბენქსის ვინაობა გაამჟღავნეს

ბენქსი ჩვენი დროის ლეგენდარული და ბურუსით მოცული ქუჩის მხატვარია, რომლის ვინაობაც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოცანად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები მილიონებად ფასდება და მწვავე სოციალურ პროტესტს გამოხატავს, თავად ავტორი მუდმივად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. თუმცა, ჟურნალისტებმა მისი პიროვნების გამჟღავნება სწორედ უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ შეძლეს.

როგორც Reuters-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, ინგლისელმა მხატვარმა კონსპირაციის მიზნით ნამდვილი სახელი 2008 წელს შეიცვალა. ჯერ კიდევ მაშინ ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Mail on Sunday-მ სწორად მოახდინა ბენქსის იდენტიფიცირება, როგორც ბრისტოლელი რობინ განინგემისა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის მენეჯერი პუბლიკაციის სისწორეს კატეგორიულად უარყოფდა.

2008 წლის გამოძიების მთავარი ხელმოსაჭიდი გახდა ბენქსის დაპატიმრება 2000 წელს ნიუ-იორკში, სარეკლამო აბრაზე გრაფიტის დახატვის გამო — სწორედ მაშინ ფიგურირებდა პოლიციის დოკუმენტებში განინგემის სახელი. Reuters-ის ჟურნალისტებმა საკუთარი გამოძიება დაიწყეს ბენქსის ახალი სახელის დასადგენად. ისინი ესაუბრნენ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, პირადად იცნობდნენ მხატვარს და ასევე შეისწავლეს მისი ციფრული კვალი.

გამოცემის წყაროების ცნობით, პირი სახელად დევიდ ჯონსი, რომლის დაბადების თარიღიც განინგემისას ემთხვევა, უკრაინის საზღვარი 2022 წელს გადაკვეთა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ქვეყანაში ბენქსის ცნობილი მურალების სერია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.