პოლიტიკა

კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“- ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც დღეს წარმოადგენს ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას ავტორობდა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა და მას სამარცხვინო დასკვნა უწოდა. 

მისი თქმით, ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან. 

„რაც შეეხება თითოეულ იმ მიმართულებას, იმ ცრუ ფაქტს, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი, ამას სერიოზულად ვერ შეხედავ. ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც სამწუხაროდ დღეს წარმოადგენს თუნდაც ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფილირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას რეზოლუციაზე ავტორობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. ეს ერთი მხარეა, შემდეგ ჩვენი კითხვები იმ 100 გვერდიან დოკუმენტში. საერთოდ არც გადაუკითხავთ და ისე მოაბრუნეს ეს პასუხი. ეს მეტყველებს დამოკიდებულებებზე. დამოკიდებულებებზე, რომელიც არახალია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის. 

როდესაც გესაუბრებიან ევროპული ღირებულებების სახელით და ფასეულობებით, გესაუბრებიან ბრიუსელის სახელით ევროკავშირის დროშას ამოფარებული და გეუბნებიან, რომ თურმე ოჯახური ღირებულებების დაცვა ევროპული გზა არ ყოფილა, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა თურმე დასაშვები უნდა იყოს და ეს ევროპულია, როდესაც იუსტიციის სახლში უნდა მიბრძანდეს თურმე საქართველოს მოქალაქე და თავის შეხედულებით გადაიკეთოს სქესი, ეს თურმე პროევროპულია, თურმე გამჭვირვალობა არ არის ევროპული. თურმე, ლომჯარია და გიგაურმა უნდა მიიღოს ასობით მილიონი დოლარი თუ ევრო აქ ქვეყნის გადასატრიალებლად და რევოლუციური სცენარებისთვის.  თითოეული მიმართულება არის გაცამტვერებული. ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა ის რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.