უცხოური მედია

„ხუთი ღამე ეპშტეინთან“: აშშ-ში მშობლები ახალი ვირუსული თამაშის გამო განგაშს ტეხენ

ამერიკულ სკოლებში მოსწავლეებმა მასობრივად დაიწყეს თამაში „Five Nights at Epstein’s“ („ხუთი ღამე ეპშტეინთან“) — ეს არის ვიდეოთამაში, რომელიც სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოტივებზეა შექმნილი, წერს Newsweek.

თამაშის მოქმედება კარიბის ზღვის პირად კუნძულზე ხდება. მოთამაშეებმა იქ ხუთი ღამე უნდა გაძლონ ისე, რომ ეპშტეინმა ვერ დაიჭიროს და მათზე სექსუალურად ვერ იძალადოს. ეპშტეინის ყურადღების გადასატანად ბავშვების ხმის ჩანაწერების გამოყენებაა შესაძლებელი.

სკოლის მოსწავლეების ეს გასართობი, რომელიც არასრულწლოვნების წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს, მშობლებისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ბევრი ჩივის, რომ ბავშვები დაუბრკოლებლად თამაშობენ პირდაპირ სასკოლო კომპიუტერებზე. „მათ არ აქვთ გაცნობიერებული, რომ იმ საშინელებას, რასაც ისინი თამაშობენ, რეალური მსხვერპლი ჰყავდა“, — ნერვიულობენ მშობლები.

ზოგიერთმა სკოლამ უკვე დაიწყო საკუთარ ქსელში იმ საიტის დაბლოკვა, სადაც ეს თამაშია განთავსებული. კომპანია Meta-ში კი Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ისინი ასევე ებრძვიან „ხუთი ღამე ეპშტეინთან“ ბმულების გავრცელებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.