პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს

აშშ-ში გამართულ შეხვედრებსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამოკვეთილი იყო დადებითი განწყობა და პარტნიორობის ახალი ეტაპის დაწყების მზადყოფნა.

„მე, როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებიდან დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი.

ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მიღწევას და არა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნებს. ამის მზაობა ჩვენ ვნახეთ და, სხვათა შორის, მარკო რუბიოს ზარიც უკვე ნიშნავს იმ პოზიტიურ სიგნალს, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. შემიძლია, ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, ვარაუდი გამოვთქვა, რას შეიძლება გულისხმობდეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა. ჩვენ შეხვედრებზე ვსაუბრობდით საქართველოს ირგვლივ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებზე, სადაც საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანაა, როგორც ინდუსტრიული, ასევე ციფრული და ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ. ასევე პოზიტიურად იყო შეფასებული, რომ საქართველო რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხში და ხაზგასმული იყო მხარეებს შორის ღირებულებითი ერთობა.

ეს ერთობა არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც შეიძლება წარმატებით აიგოს მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აპრილში უკვე იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ, „ხალხის ძალა“, ამას მივესალმებით, რადგან ვართ მომხრე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციისკენ მიმართული. ამ მიმართულებით ვეთანხმებით „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს პარტნიორებთან კეთილმეზობლურ და თანაბარუფლებიან დამოკიდებულებას. მმართველი პარტიიდან ჩვენი გასვლის მიზეზიც სწორედ ეს იყო — ვითხოვდით, რომ პარტნიორებთან თანაბარუფლებიანი დამოკიდებულება გვქონოდა,“ — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.