პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს

„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება.

თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპატურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ვერ გაუძლო ხალხის მხრიდან პატრიარქისადმი გამოხატულ სიყვარულსა და მადლიერებას და ბოღმა გარდაცვლილზე გადმოანთხია.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პატრიარქის პუტინთან საუბრის თაობაზე, ქართველი ხალხის კიდევ ერთი განრისხება მოჰყვა. სოციალური ქსელი სააკაშვილისადმი აგრესიული კომენტარებით არის სავსე. ქვეყნის გამანადგურებელი ყოფილი პრეზიდენტი არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ალბათ, მისთვის ჩვეულ ფსიქოპატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას უყურებდა. ის ხომ მთელი არსებით ებრძოდა ეკლესიას და ქართველებისათვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს – ილია მეორეს. ვერ შეძლო, ვერ დაანგრია უწმინდესის აშენებული ქართული ეკლესია, ვერ წაართვა პატრიარქს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და ამით დაბოღმილი უკვე გარდაცვლილზე იყრის ჯავრს. იმდენად ჩიხში არიან სააკშვილიც და მისი „გაერთიანებული ოპოზიციაც”, რომ აღარ იციან, რა ქნან? თუკი უწმინდესის დატოვებული ძლიერი ეკლესია შენარჩუნდა, მაშინ ოპოზიცია სრულად განადგურებულია. ამიტომ ცდილობენ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მაინც შეარყიონ საპატრიარქო და ამით ქართველი ხალხის მართვის საშუალება ჰქონდეთ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მსგავსი პოსტები, სიუჟეტები და განცხადებები იმ ხალხისკენ არის მიმართული, ზღვასავით რომ მიედინებოდა უწმინდესის გასაცილებლად. სწორედ ამ ხალხს უპირისპირდება პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი”, მინდა ვუპასუხო – ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.