პოლიტიკა

კახა კალაძე: ლილოში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი

რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, – განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ლილოსა და გლდანში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მიმართულებით ხორციელდება.

„გარდა ამისა, ლილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ხდება გაფართოება და გვექნება ძალიან მალე შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და აწუხებს საზოგადოებას, ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა,“- განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ რაც თბილისი მერიამ ბოლო წლების განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციასთან დაკავშირებით სამუშაოები ჩაატარა, ასეთი არასდროს ჩატარებულა. „მე გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავიმეორებ, სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა არასდროს არ გაკეთებულა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იმ ტიპის ქმედებები, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ იყო სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება, ეს არ არის სწორი და კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტიპის ქმედებებით, განცხადებებით და გადადგმული ნაბიჯებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც ძაღლების, მიუსაფარი ცხოველების მიმართ არ შეიძლება იმ ტიპის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გუშინ იქ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.