სპორტი

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

რუსული მედიის ინფორმაციით, წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურომ რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა. 

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება წყლის სპორტში სამართლიანობის უზრუნველყოფის განყოფილებასთან და სპორტსმენთა კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. 

2022 წლის თებერვალში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია გაუწია რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ აკრძალვები დააწესა. კომიტეტმა მოგვიანებით მოითხოვა სანქციების შემსუბუქება და მათთვის ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.