პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის

„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული და ცილისმწამებლური რიტორიკით ბრიუსელმა აქამდე ვერ მიაღწია ხელშესახებ მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევს.

„დღეს საქართველოს მომავალი იმაშია, რომ ყველას სჭირდება – აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს. ჩვენს გარშემო რეგიონში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ დროებით თუ მუდმივად გვეძლევა უნიკალური მონოპოლისტის ფუნქცია მოვამარაგოთ აღმოსავლეთიდან ევროპა და იგივე უნგრეთი ციფრული, ტექნიკური, ენერგეტიკული კუთხით. ასევე, საქართველო თავის წამყვან ადგილს მიიღებს მსოფლიოს მწვანე ენერგეტიკის მომარაგების საკითხში, რაც აქამდე არ გაჟღერებულა ევროპის მხრიდან. დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხმდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის. ბრიუსელს ეს ყველაფერი ესმის, მაგრამ იმდენადაა თავისი რიტორიკის და ლოზუნგების მძევლობაში, რომ შესაძლოა ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს, ისევე, როგორც ევროპარლამენტის სარეკომენდაციო ხასიათის 4-5 უსამართლო რეზოლუცია იყო, საიდანაც პრაქტიკულ ჭრილში ვერაფერი გადაიტანეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეუჩერეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო სულ მთელი ამ წლების აგრესიული რიტორიკის შედეგი? ან რომელ საკვანძო საკითხში მიაღწიეს საწადელს და რომელი ბავშვზე თუ ხალხზე ორიენტირებული კანონი გაგვაუქმებინეს? ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად და ურთიერთობების გართულების მოლოდინი ბრიუსელის მხრიდან არ მაქვს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.