პოლიტიკა

თამარ იარაჯული ნიკა გვარამიას: აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ? მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები თავს იმით იწონებენ რომ ხშირად მშობლებზე კარგად ესმით აუტიზმის და თქვენ?

აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვნის დედა, თამარ იარაჯული, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია: „მთლად „პოლიტიკური აუტისტები“ მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“.

იარაჯული აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას წლები დასჭირდა, თუმცა, როგორც ჩანს, გვარამია მშობლებს არ უსმენდა.

“აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ? წლები ჩავალიეთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას ანუ არ გვისმენდით, ხშირად თქვენი ტელევიზიით შუქდებოდა აუტიზმზე სიუჟეტები. მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები თავს იმით იწონებენ რომ ხშირად მშობლებზე კარგად ესმით აუტიზმის და თქვენ? ძალიან ძნელია ყოველ ჯერზე ამის ახლიდან ლაპარაკი, რადგან თქვენ არ ხართ პირველი.” – წერს იარაჯული სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.