პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ატლანტიკური საბჭოს კვლევის შედეგები  მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”

ატლანტიკური საბჭოს კვლევის შედეგები  მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელ პრაგმატულ პოლიტიკასაც ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას განცხადებით, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის და ორგანიზაციის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს სწორ პოლიტიკასა და სწორ ინსტიტუციონალურ პარტნიორობაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და მაჩვენებელია. ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა, ჩვენ გვახსოვს სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა და ასე ვთქვათ სასამართლო ინსტიტუციის შეფასება მათი მხრიდან,  ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან, ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ, კონკრეტულად ამ ორგანიზაციის დაკვეთილი კვლევის შედეგებს, ეს მიუთითებს ერთს – იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელ პრაგმატულ პოლიტიკასაც ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. თითოეული ასეთი კვლევა და განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის და ორგანიზაციის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს იმ სწორ პოლიტიკაზე, სწორ ინსტიტუციონალურ პარტნიორობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ ასევე იმ ჯანსაღ სინთესზე ქვეყნის შიგნით ინსტიტუციებს შორის, რომელიც შემდეგ წარმოშობს და აისახება იმ რეიტინგებში და იმ ციფრებში, რომლებსაც ჩვენ კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მიმართებით”, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.