Uncategorized

რუსეთმა 2024 წელს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და დაზარალებულებს კომპენსაციას გდაუხდის

რუსეთის ფედერაციამ 2024 წელს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და აპირებს, რომ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფულადი კომპენსაციას გადაუხადოს, – ნათქვამია რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თვითმფრინავს რუსეთის საჰაერო სივრცეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ შეცდომით ესროლა, რის შედეგადაც ის ჩამოვარდა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს და ვიზიარებთ აღნიშნული დანაკარგით გამოწვეულ ტკივილ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი 2024 წლის 25 დეკემბერს ბაქოდან გროზნოში მიემართებოდა, თუმცა საფრენი აპარატი გროზნოსთან ახლოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. საბოლოოდ თვითმფრინავმა, კატასტროფა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვების დროს განიცადა.

ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთი ავიაკატასტროფის გარემოებების დამალვაში დაადანაშაულა. ალიევმა განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი გროზნოს საჰაერო სივრცეს დროულად დაკეტავდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა