პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით – რა არის ეს ყველაფერი, თუ არა ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე?

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ყოველდღე იმ იმედით იღვიძებს, რომ ეკონომიკა ჩამოიქცევა, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, ინვესტორები გაიქცევიან და ქვეყანას დაასანქცირებენ, თუმცა, სანაცვლოდ საპირისპირო მიიღეს. ზერეკიძე აღნიშნავს, რომ სანამ ოპოზიციონერები საკუთარ ბოღმაში იხრჩობიან და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, რეალური საქართველო ვითარდება და მსოფლიო დონის ინვესტიციების ცენტრად იქცევა.

“სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, თავიანთი ჯო უილსონებით და უდღეური ვითომ ექსპერტებით ეკრანებიდან ტრადიციულად ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან და მუხლებზე დაჩოქილები ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, ამასობაში თბილისში ისეთი ამბავი დაეცათ თავში, საერთოდ რომ დაუნგრიათ ეგ თავიანთი გამოგონილი რეალობა. თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა დღეში არიან ახლა. ტიპები ყოველდღე იღვიძებენ იმ იმედით, რომ ეკონომიკა ჩამოიქცევა, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, ინვესტორები გაიქცევიან და ქვეყანას დაასანქცირებენ. სანაცვლოდ კი იღებენ პრემიერის სატელეფონო ზარებს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სუსის უფროსის ვიზიტებს ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ჩვენი მინისტრებისა და პარლამენტარების გახშირებულ ვიზიტებს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან, საქართველოს პირველი ლედის უმაღლესი დონის ვიზიტს ამერიკის პირველი ლედის მიწვევით თეთრ სახლში და ახლა უკვე შუაგულ თბილისში ტრამპის უზარმაზარ მეგა-პროექტს. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა მართლა გრანდიოზული, ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე? სანამ ეგენი საკუთარ ბოღმაში იხრჩობიან და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, რეალური საქართველო ვითარდება და მსოფლიო დონის ინვესტიციების ცენტრად იქცევა. შეეგუონ, ასე ბევრად უფრო გაუმარტივდებათ ამ ყველაფრის ყურება, ან დამამშვიდებლები მოიმარაგონ, კიდევ ბევრი სიურპრიზი დაეწევათ მათი გულის გასახეთქად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!” – წერს გიორგი ზერეკიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.