პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა სააკაშვილს, მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში, ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს

ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა მიხეილ სააკაშვილს, მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში. ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს სააკაშვილისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, „იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხვდებიან, რომ არაფერი გამოუვათ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც სააკაშვილი მოსყიდულებს უწოდებს“.

„ალიანსი ადრე თუ გვიან მაინც დაიშლება, თუმცა სააკაშვილის ყველა პატიოსანი მხარდამჭერი ვალდებულია, მოითხოვოს გათავისუფლება წურბელებისგან, რომლებიც იყოფენ მის რეიტინგს, ლანძღავენ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ „ქოცების“ მოსყიდული ხალხი პარაზიტირებენ სააკაშვილის მხარდამჭერებზე. ბოლოს გამოვიდა, რომ ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა მიხეილ სააკაშვილს. მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში. უბრალოდ ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს სააკაშვილისთვის. იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხვდებიან, რომ არაფერი გამოუვათ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც თავად სააკაშვილი  მოსყიდულებს უწოდებს. პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდება, თუ საერთოდ გაქრებიან მოსყიდულები, მოღალატეები და წურბელები, რომლებიც ბევრნი არიან ალიანსში, ვინაიდან მის რეიტინგზე ნადირობენ. იმედია, სააკაშვილი გადაწყვეტს, ისაუბროს ბოლომდე, ამ ხალხზე მართლა თქვას ის, რაც სათქმელია, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტი იცის და ბევრი იცის. ასე ბევრად უკეთეს გარემოს მივიღებთ პოლიტიკაში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა:„ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.

მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ. რამე თუ არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ“.

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა – ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.