Uncategorized

ხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არავის არაფერი სმენია და რომელმაც „კათარზისის” ბენეფიციარებს 150-ლარიან დაფინანსებაზეც უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი

მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი” იუწყება – ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას! – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უზნეობისა და უტიფრობის ფსკერია.

„მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი” იუწყება – ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას!
ხაზარაძე, აკეთებს ამას! ჰო, ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედების შესახებ არავის არასოდეს არაფერი სმენია და რომელმაც სათნოების სახლ ,,კათარზისის” მოხუც ბენეფიციარებს ( რომლებმაც წლების წინ თიბისი ბანკს წერილობითი თხოვნით მიმართეს) გაზეთის გამოსაცემად თვეში 150-ლარიან დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი.

შეიძლება, ივანიშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ან სულაც მტერი იყო და მასთან პოლიტიკური პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ მისი ქველმოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, ეს უკვე უზნეობისა და უტიფრობის ფსკერის ფსკერია, რომელიც ხაზარაძემ და მისმა ტელეკანალიზაციამ უკვე მერამდენედ გახვრიტეს.”- წერს ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.