პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია- არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები

ბოლო წლებია, თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე.წ. ოპოზიციის გვერდში, – ამის შესახებ გადაცემაში “იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორ მდგომარეობაშია ოპოზიცია, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელში იარაღია, ამასთან საზოგადოებამ მათ თავისი სახელი დაარქვა და ოპოზიცია ვეღარ მოქმედებს.

“სწორედ ამიტომ არიან ასე თავხედურად და ღიად გამოსული ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი განცხადებებით თუ ქმედებებით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, როდესაც ევროპულ ღირებულებად ასაღებ იმას, რაც ქართულ ღირებულებებს დააკნინებს, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა. “როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ თურმე ლგბტქ+ პროპაგანდა ბავშვებში, არასრულწლოვანებსა და ზოგადად ქვეყანაში ევროპული გზა არის და ოჯახური ღირებულებების დაცვა თურმე ანტიევროპულია; როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ და გიკნინებენ ყოველდღიურ და წლების რეჟიმში ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე სათნოს – სარწმუნოებას; როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე, აქ არ უნდა იყოს ასეთი ძლიერი ეკლესია და ამაზე სუსტ ეკლესიაზე გადის ევროპული გზა, რა თქმა უნდა, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა, როდესაც ქართველ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. ვერც მათ და ვერც მათმა პატრონებმა ვერ შეიცნეს რეალურად, რა სურს ჩვენს საზოგადოებას“, – განმარტა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიამ ასევე ისაუბრა ბრიუსელის ბიუროკრატიაზეც.

„დღესავით ნათელია, თუ რა სურვილი ჰქონდა ამ უბინძურეს ძალას, რომელიც მძვინვარებს დღეს ბრიუსელში, იმ არარჩეულ ბიუროკრატიასა, თუ პოლიტიკურ ელიტაში, ეს ვერ გაივლის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთო ომში, ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და მათ აწუხებთ და მუდმივად შეაწუხებთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად თავაწეული ივლის. არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა. სად არიან დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროპა, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მსოფლიოც და თავად ევროკავშირშიც ძალიან კარგად ხედავს მათივე საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.