უცხოური მედია

ნიუ იორკის მერის მიერ ინიციირებული ზემდიდართა გადასახადის გამო, მილიარდერები უკმაყოფილონი არიან

ნიუ-იორკელი მილიარდერები უკმაყოფილონი არიან ზოჰრან მამდანის მიერ ინიციირებული ზემდიდართა გადასახადის გამო. მამდანის მცდელობამ, დააწესოს გადასახადი მეორე საცხოვრებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ დოლარს აღემატება, ქალაქის უმდიდრესი მცხოვრებლების განრისხება გამოიწვია.

ინიციატივის წარდგენისას ნახსენები იყო ჰეჯ-ფონდ Citadel-ის დამფუძნებლის, კენ გრიფინის მიერ 238 მილიონ დოლარად შეძენილი პენტჰაუსი. თავდაპირველად მისი გვარი შეცდომით დაიწერა, რის შემდეგაც მამდანიმ გრიფინის სახლთან ვიდეო გადაიღო და მისი სახელი უკვე სწორად წარმოთქვა.

როგორც Bloomberg წერს, მერის ეს ჟესტი ადგილობრივმა მილიარდერებმა შეურაცხყოფად მიიღეს, მათ შორის მათაც, ვინც დემოკრატებს უჭერს მხარს. ისინი მამდანის კრიტიკაში გაერთიანდნენ და მას გრიფინზე პერსონალურ თავდასხმაში, დამცინავ ტონსა და ბავშვურ საქციელში დასდეს ბრალი. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ მამდანის არჩევის დღიდან ეს მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული პირველი სერიოზული წინააღმდეგობაა.

Galaxy Digital Inc-ის დამფუძნებელმა, მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ როდესაც მდიდრების დემონიზება ხდება, მათ დახმარების სურვილი უქრებათ. სკანდალის ცენტრში აღმოჩენილი კენ გრიფინი კი დაიმუქრა, რომ შეაჩერებს პარკ-ავენიუზე ცათამბჯენის რეკონსტრუქციის პროექტს, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.

ნიუ-იორკის კონტროლიორის, მარკ ლევინის ანგარიშის მიხედვით, ამ გადასახადს ქალაქისთვის 340-დან 380 მილიონ დოლარამდე შემოსავლის მოტანა შეუძლია, თუმცა პერსპექტივაში შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს. ამის მთავარ მიზეზად ქალაქიდან მდიდარი ადამიანების გადინება სახელდება, სადაც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა