პოლიტიკა

ზვიად მაისაშვილი სპეცრაზმელების დაკავებაზე-რეალურად არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და არიან თუ არა დამნაშავეები. ხუთი ადამიანისთვის დაბრალება არის ზღვაში წვეთი, პატარა ლუკმის გადმოგდება

ხუთი ადამიანისთვის დაბრალება არის ზღვაში წვეთი, პატარა ლუკმის გადმოგდება, რეალურად ბევრად მეტი ადამიანი იყო სისტემურ ძალადობაში და წამებაში ჩართული, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულმა ზვიად მაისაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სპეცრაზმელების დაკავებას.

ზვიად მაისაშვილის თქმით, ხუთი სპეცრაზმელის დაკავება „მოსალოცი ამბავი“ არ არის, რადგან არავინ იცის, რეალურად არიან თუ არა ისინი ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.

„არანაირი კომუნიკაცია არ მქონია არცერთ გამომძიებელთან, არავინ არ შემხმიანებია. ამ ადამიანების დაჭერა, მით უმეტეს რომ ამდენი ხანი გავიდა, ვითომ არ იცოდნენ ვინ იყვნენ, ახლა აღმოჩნდა, რომ იციან ვინ არიან, არ მგონია გულწრფელი და მოსალოცი იყო ეს ამბავი იმიტომ, რომ რეალურად არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და არიან თუ არა დამნაშავეები, ვინც ეს გააკეთეს. ხუთი ადამიანისთვის დაბრალება არის ზღვაში წვეთი, პატარა ლუკმის გადმოგდება, რეალურად ბევრად მეტი ადამიანი იყო სისტემურ ძალადობაში და წამებაში [ჩართული], ხუთი სპეცრაზმელი არ იყო, ეს იყო სისტემური დანაშაული. უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ და გადმოაგდეს პატარა ლუკმა“, – განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.