პოლიტიკა

ტრამპის ვიზიტის წინ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა — Politico

ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ჩინეთის მიერ ირანისთვის გაწეულმა დახმარებამ გამოიწვია.

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა სამი ჩინური კომპანიის — Meentropy Technology, The Earth Eye და Chang Guang Satellite Technology-ის წინააღმდეგ.

ვაშინგტონის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები ირანს აწვდიდნენ თანამგზავრის ფოტოებს, რომლებსაც თეირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებისთვის იყენებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ზომების მიღებას იმ ჩინური ორგანიზაციების დასასჯელად, რომლებიც ირანს მხარს უჭერენ.

გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ ეს სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პეკინის პოზიციით გამოწვეულ მზარდ გაღიზიანებას ასახავს. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ჩინეთი საჯაროდ სპარსეთის ყურეში დეესკალაციისკენ მოუწოდებს მხარეებს, თუმცა რეალურად ირანის სამხედრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.