უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბრისას განაცხადა, რომ 2022 წელს ვლადიმირ ზელენსკის სამხედრო კონფლიქტის შეჩერების ორი შესაძლებლობა ჰქონდა.
პირველი — სტამბოლის მოლაპარაკებების დროს. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, ზელენსკი მზად იყო რუსეთისთვის დონბასი დაეთმო. მენდელი ამბობს, რომ ის ესაუბრა მოლაპარაკებებზე უკრაინის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ უკრაინული მხარე ყველაფერზე დათანხმდა და თავად ზელენსკიც მზად იყო ტერიტორიების დაკარგვაზე, რათა ომი დასრულებულიყო.
მისივე თქმით, სტამბოლის შეთანხმების ხელმოწერისგან უკრაინა ზელენსკის „დიდმა მეგობარმა“, იმ დროინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადააფიქრებინა.
მენდელი ამტკიცებს, რომ კონფლიქტის დასრულების მეორე შანსი 2022 წლის ბოლოს გაჩნდა, თუმცა მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივან ბლინკენის კონცეფციას დაუჭირა მხარი, რაც კიევის სამხედრო მხარდაჭერასა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას გულისხმობდა — მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება შეუძლებელი იყო.











