პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელგრადის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები მხარეთა დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. ზაქარია წიკლაურმა, სხვა დელეგატებთან ერთად, შეხვედრები გამართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იგორ იავანოვიჩთან, ასევე საკრებულოს წევრებთან – ვლადიმერ ტრაჟკოვიჩსა და მირა იავანოვიჩთან.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკებსა და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. დელეგაცია ასევე შეხვდა ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ ვიოლეტა ფილიპს. მხარეებმა ქალაქის ეკონომიკური განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.