პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა მოლდოვას ხელისუფლებაზე.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოლდოვას რეალურად „დიფ სთეითი“ და ევრობიუროკრატია მართავს და ამის დასტურია მოლდოვას პრეზიდენტის სურვილი, ქვეყანა რუმინეთს შეუერთდეს:
„მოლდოვას დღევანდელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მართულია „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის მიერ. რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ? ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა თქვა ისიც, რომ მსგავსი განცხადების გაკეთებას მოელის ქართული არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან საუბრობდნენ მოლდოვას გზით სიარულზე. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ თავისი გზა აირჩია და ის გადის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე.
„ჩვენ არაერთხელ მოგვყავდა მოლდოვისა და უკრაინის მაგალითები. ევრობიუროკრატები როცა ამბობდნენ, რომ მოლდოვა და უკრაინა წინ უსწრებდა საქართველოს, ამ დროს თავად ევროკავშირის დოკუმენტები და შეფასებები ადასტურებდა საქართველოს უპირატესობას ყველა მიმართულებით. მოლდოვაზე რომ ვისაუბროთ – მისი დღევანდელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მართულია „დიფ სთეითისა“ და ბიუროკრატიის მიერ. რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ? ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას და ამგვარად მოახერხებს ევროკავშირში შესვლას. მე ახლა ველოდები ჩვენი ე.წ. არასამთავრობო სექტორისა და რადიკალური ე.წ. პარტიების ხელმძღვანელებს – ხომ არ შემოგვთავაზებენ ისინიც რაიმე მსგავსს? ხომ გვეუბნებოდნენ, მოლდოვის მაგალითს გავყვეთო და გავყვეთ? იქნებ შემოგვთავაზონ, რომელიმე ევროპულ ქვეყანას ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი და ამით ნატოსა და ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ევროკავშირის ელჩსაც შემიძლია მივმართო შეკითხვით: როცა გვეუბნებოდა მოლდოვის გზას დაადექითო, ეს არის სწორი გზა? რომელიმე ქვეყანას ჩავაბაროთ სუვერენიტეტი? მოლდოვის ხელისუფლების რომელ ღირებულებებზეა საუბარი, როცა თავიდან ბოლომდე მართულია „დიფ სთეითის“ მხრიდან? ამიტომ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ეს გზა არჩეული აქვს ქართულ სახელმწიფოს და მას უნდა მივყვეთ ბოლომდე. ესაა სიმართლის გზა და გადის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე. „დიფ სთეითს“ არ უნდა, რომ ეროვნული ხელისუფლება იყოს საქართველოს სათავეში. მათ არ უნდათ საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან ლაპარაკი, ურჩევნიათ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს ესაუბრონ“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











