პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები.

შარმანაშვილი პარტია „ გახარია -საქართველოსთვის“ წვერებს მოიხსენიებს, როგორც „გაუნათლებელი გახარიები“ და კიდევ ერთხელ განმარტავს მისი ელჩობის დროს, თუ რატომ ეკიდა მის კაბინეტში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ფოტო.

შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს იყო სამინისტროს სტანდარტი და ყველა ელჩის ოთახში ეკიდა პრეზიდენტის ფოტო მსოფლიოს მასშტაბით, სადაც საქართველოს მისია ჰქონდა.

„გაუნათლებელ გახარიებს კიდევ ერთხელ. ელჩი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობაა და ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის დაფიქსირება. სააკაშვილის სურათი კაბინეტში დამხვდა, როდესაც ჩავედი. სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ყველა ელჩის ოთახში მთელ მსოფლიოში, სადაც მისია ჰქონდა საქართველოს. ეს სტანდარტი სამინისტროს მიერ განისაზღვრებოდა. მე ვერც დავკიდებდი და ვერც ჩამოვხსნიდი. მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში ნიშნავს მისი პარტიის წევრობას. ეს მრავალჯერ ავხსენი, მაგრამ უმეცრებაზე შელოცვა არ ვიცი,“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.