ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ჯო უილსონი ისე გააკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, რომ თითქოს ნანახი და გაგონილი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა და დითირამბები სი ძინპინთან.
„კი ვიცი, რომ საინტერესო არაა მისი მოსაზრება და გაშიფრული ფულის მონაა, მაგრამ მაინც დავწერ – ისტორიას შემორჩეს… ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო ვილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს და თან, ამას ისეთი სიმამაცით დაწერს, რომ თითქოს ნანახი და გაგონილი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა და დითირამბები სი ძინპინთან. ასეა, ასე – ფული ჯო ვილსონსაც ანათებს.“ – წერს ფოჩხუა.











