პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პატიმრები თუ გამოხატავენ სინანულს, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია

კონკრეტული პატიმრები ნებისმიერი მიმართულებით სინანულს თუ გამოხატავენ ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„აქ არის მარტივი მიდგომა. თუ კონკრეტული პატიმრები ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული, მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა