ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა განაცხადა შიდა ქართლში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
თიკანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი მაქსიმალურად მხარში უდგას.
„ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. იქნება ეს განათლების, დასაქმების თუ საკუთარი თავის რეალიზების მიმართულებით და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
Facebook Comments Box











