პოლიტიკა

ლანა გალდავა – წარმოუდგენელია, რაზე არის საუბარი, რა ალიანსებში გაერთიანებაზე? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ჩვენი დღის წესრიგით

წარმოუდგენელია, რაზე არის საუბარი, რა ალიანსებში გაერთიანებაზე? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით და ამ ხაზს ვაგრძელებთ, – ამის შესახებ  „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

გალდავას „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„„ლელო“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო ორპოლუსიანობა. ძლივს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნება“ არის ცალკე, „ნაციონალური მოძრაობა“ – ცალკე და „ლელო“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ საერთოდ წარმოუდგენელია, რაზე არის საუბარი, რა ალიანსებში გაერთიანებაზე? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით. ვაგრძელებთ ამ ხაზს, რაც არის დამოუკიდებლად ჩვენი პარტიის განვითარება და ის სტრატეგიები, მიზნები, რაც ასევე დამოუკიდებლად გვაქვს“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.