მედიის კითხვის საპასუხოდ, ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც დღეს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის რესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა, მედიასთან რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დაიწყო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობის მიღება და კრიტიკული შეკითხვების დასმა ყველას შეუძლია, რაც მისი თქმით, კარგი დასაწყისია. ჟურნალისტებმა დასვეს შეკითხვები გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებითაც, პრორუსული განწყობების შესახებ.
როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, “რუსულის” იარლიყი დაძველდა, გაიცვითა და სასაცილოც გახდა.
“მგონი, მართლა დაძველდა ეს იარლიყი, ცოტათი გაიცვითა კიდეც. რამე უფრო კრეატიულია მოსაფიქრებელი, მზად ვარ მივაწოდო იდეები. “რუსულის” იარლიყი დაძველდა, გაიცვითა, სასაცილოც გახდა.
დიალოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ერთი პოსტულატი, რომელიც გააერთიანებს ორ მხარეს, რომელიც არის ქვეყნის სიყვარული, არა სიტყვითა და სადღეგრძელოთი, არამედ საქმითაც.
ამის იქით, ქვეყანა ვისაც უყვარს, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ დიალოგის. მაგალითად, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა დაიწყო შეხვედრები, სადაც ყველას შეუძლია მივიდეს, დასვას შეკითხვა, იკამათოს, თუნდაც კრიტიკულად. ეს კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ მეტი დიალოგი არსებობდეს. რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი ინიციატივა, მით უკეთესი იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია დასრულდეს”, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.











