პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური – პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური – პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი“, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, რადიკალების ერთ-ერთ მსხვილ აგენტს წამოსცდა ფრაზა – „სანქცია გარეთ, აქცია შიგნით“.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მთელი ამ სცენარის დედააზრია ის, რომ საზოგადოება უნდა დაყო.

“მახსოვს, ერთ-ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ, 22 წლის, მანაგაძე გვარად. ჭავჭავაძის გამზირზე რაღაც ინციდენტი მოხდა, აქციების პერიოდში, ამ ბიჭმა განაცხადა დედაჩემს არ ვაღიარებო. დედას არ ვაღიარებო, 22 წლის ბიჭმა თქვა, ამათმა აქტივისტმა. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სწავლებებით ჰყავდათ მოწამლული. ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადებები გაკეთდა?! გიორგი ვაშაძე იყო, რომელიც მივიდა, ხელი ჩამოართვა და ინტერვიუ მისცა ამ ტრაგიზმის შემდეგ და თქვა, ჩვენ ვამაყობთ ასეთი ახალგაზრდებითო. ამ დონის პოლარიზაციაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში ოპოზიციონერი აქტივისტი ნიკო მანაგაძე მისი მშობლების ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აცხადებდნენ, რომ მათი შვილის წახალისება ოპოზიციონერების მხრიდან ხდება. როგორც მანაგაძემ აღნიშნა, დედასთან ურთიერთობა არ აქვს და განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.