პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი : დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის. დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება“.

როგორც გეგეჭკორი წერს, რადიკალურმა ჯგუფებმა ორგანიზებული ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სიძულვილის ენა და ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანიები ჩვეულებრივ პოლიტიკურ იარაღად აქციეს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა დროულია და დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ასე უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების სიმშვიდეს, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას!

„მამუკა მდინარაძის ბრიფინგს უსმინეთ? ნამდვილად დროული და საზოგადოებისთვის უაღრესად საჭირო გადაწყვეტილებაა! ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ვხედავთ, თუ როგორ გადააქცია გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა, ე.წ ხმაურიანმა ბაბლებმა საჯარო და ციფრული სივრცე ტოქსიკურ ჭაობად. ორგანიზებული ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სიძულვილის ენა და ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანიები ჩვეულებრივ პოლიტიკურ იარაღად აქციეს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება შსს-ში ახალი, სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ ზუსტად ის პასუხია, რასაც საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა. დროა, ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის. დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას. ეს ინიციატივა პირველ რიგში არის თითოეული რიგითი მოქალაქის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჯარო კომუნიკაცია დაუბრუნდეს ცივილიზებულ, ნორმალურ ჩარჩოებს, სადაც საქმეზე და არგუმენტებზე ვკამათობთ და არა ორგანიზებული აგრესიით ვანადგურებთ ერთმანეთს. ძალიან პოზიტიური სიახლეა. ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ასე უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების სიმშვიდეს, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას!“- წერს გეგეჭკორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.