უცხოური მედია

სტარმერმა ახლობლებს განუცხადა, რომ გადადგომას გეგმავს — Daily Mai

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო მეგობრებს გაანდო, რომ თანამდებობის დატოვებას და თავისი წასვლის „ორგანიზებული გრაფიკის“ შემუშავებას აპირებს. ამის შესახებ Daily Mail სამთავრობო კაბინეტის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მთავრობის ერთ-ერთი წევრის თქმით, სტარმერს „ესმის, რომ არსებული ქაოსი მიუღებელია“, თუმცა სურს წავიდეს „ღირსეულად და საკუთარი არჩევანით“.

Daily Mail-ის კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ მაღალჩინოსანი თანაპარტიელები მოუწოდებენ სტარმერს, არ გააკეთოს ოფიციალური განცხადება 18 ივნისს მეიკერფილდის ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე. ამ არჩევნებში კენჭს იყრის მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება.

ბერნემის ბანაკშიც მიიჩნევენ, რომ სტარმერმა გადადგომის შესახებ ივნისის შუა რიცხვებამდე არ უნდა გამოაცხადოს, რადგან ამ შემთხვევაში „კონკურენცია უფრო სამართლიანი იქნება“.

სტარმერის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა მინისტრთა კაბინეტიდან გამოცემასთან აღნიშნა, რომ პრემიერი არ აპირებს გარისკოს და მეიკერფილდის არჩევნების შედეგებს დაელოდოს, რადგან ეს „ზედმეტად დიდი პირადი დამცირება იქნება“. თუ ბერნემი გაიმარჯვებს, ეს ისე გამოჩნდება, თითქოს მან აიძულა სტარმერი პოსტი დაეტოვებინა, განმარტა გაზეთის რესპონდენტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა