პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ღია წერილზე: თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას – ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა

ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა, – ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, პრემიერ – მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას და ის თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება ევროკავშირისგან მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს და დააფიქსირა ის სათქმელი და კითხვები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. ის აღარ არის ვინმეს ინტერესების გატარების არეალი. აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო პოლიტიკაში. ერთი მხრივ საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა. ამავე სცენარის ნაწილია რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის დაფინანსება და კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებზე თვალის დახუჭვით, მათი წახალისება. არავისზე ნაკლები ევროპული ქვეყანა საქართველო არ არის. უფრო მეტიც, ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა. ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება ევროინტეგრაციის გზაზე მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება და პასუხები მიიღოს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მას ლეგიტიმურად გააჩნია!“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.