კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის თავი დაიცვას სამხედრო თავდასხმებისგან, იტყობინება Perfil. ამის მიზეზი გახდა გამოცემა Axios-ის პუბლიკაცია, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ჰავანამ 300-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა და მათ გამოყენებას აშშ-ის ობიექტების, მათ შორის გუანტანამოს ბაზის წინააღმდეგ განიხილავს.
„კუბა მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, ის გამოიყენებს თავდაცვის უფლებას, შედეგების მიუხედავად და ხალხის მასობრივი მხარდაჭერით“, — განაცხადა როდრიგესმა.
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“. ამასთანავე, მან სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება მისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიწვევს „სისხლისღვრას“ (ხოცვა-ჟლეტას), რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.











